საქართველოდან წელს უცხო ქვეყნის 243 მოქალაქე გააძევეს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებში აღნიშნული.
შსს-ს მიხედვით, ამათგან ყველაზე მეტი გაძევებული მოქალაქე, კერძოდ, 19% აზერბაიჯანზე მოდის, შემდეგია ირანი და თურქეთი.
ასევე, გაძევებულია ლიბიის - 3 მოქალაქე, ავსტრალიის, საუდის არაბეთის და სომხეთის თითო მოქალაქე.
ამავე სტატისტიკის მიხედვით, გასულ, 2023 წელს, საქართველოდან ჯამში უცხოეთის 190 მოქალაქე გააძევეს.
ამათგან ყველაზე მეტი, 41 მოქალაქე აზერბაიჯანიდან იყო, 32 - ირანიდან, 27 - ინდოეთიდან, 13 - რუსეთიდან, 9 - ნიგერიიდან, 9 - ეგვიპტიდან, 8 - ჩინეთიდან , 8 - თურქეთიდან და ა.შ.