ბორჯომის მერიამ, ახალ წელთან დაკავშირებით, 753 ბენეფიციარს ფულადი დახმარება გაუწია

ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტისაგან, 753 ბენეფიციარს ფულადი დახმარება გაეწია.­

ინფორმაციას ბორჯომის მერია ავრცელებს.

„ბორჯომის მუნიციპალიტეტში მოქმედი 25-მდე სოციალური პროგრამის ფარგლებში, აღნიშნული დახმარება გაეწიათ: მრავალშვილიან ოჯახებს - 109; 18 წლამდე ასაკის შშმ პირებს -110; მარტოხელა მშობლებს - 109; დიდი სამამულო ომის ვეტერანებთან გათანაბრებულ პირებს - 3; დიდ სამამულო ომში გარდაცვლილთა ოჯახის წვერებს - 2; ომის შემდგომ პერიოდში გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს - 58; საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ომის მონაწილე ვეტერანებს (რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 160 000-ს) - 39; საქართველოს მთლიანობისათვის ომის შშმ ვეტერანებს (მათ შორის დევნილებს) - 26; ავღანეთის ომის ვეტერანებს - 25; ჩერნობილის ავარიის დროს მოწამლულ პირებს - 5; 9 აპრილის მშვიდობიანი აქციის დარბევისას მოწამლულ პირებს -1; 18 წლის ზემოთ I ჯგუფის შშმ პირებს - 266.

ბორჯომის მუნიციპალიტეტი გილოცავთ შობა-ახალ წელს!,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.