გარკვეულმა გადაწყვეტილებებმა, ჩვენი გადაწყვეტილებაც დააჩქარა - კობახიძე გომელაურის ვიცე-პრემიერად დანიშვნაზე

ვახტანგ გომელაურის ვიცე-პრემიერად დანიშვნის საკითხი მანამდეც განიხილებოდა აქტიურად, თუმცა გარკვეულმა გადაწყვეტილებებმა, ეს ჩვენი გადაწყვეტილება დააჩქარა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადა.

„ვახტანგ გომელაურის ვიცე-პრემიერად დანიშვნის საკითხი მანამდეც განიხილებოდა აქტიურად, თუმცა გარკვეულმა გადაწყვეტილებებმა, ეს ჩვენი გადაწყვეტილება დააჩქარა. ბატონ ვახტანგ გომელაურს მინდა წარმატებები ვუსურვო საქართველოს ვიცე-პრემიერის პოზიციაზე“, - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური საქართველოს ვიცე-პრემიერად დანიშნა. შესაბამის ბრძანებას ირაკლი კობახიძემ ხელი დღეს მოაწერა.

საქართველოს მთავრობის შემადგენლობაში დღეიდან სამი ვიცე-პრემიერი იქნება. პირველი ვიცე-პრემიერის უფლებამოსილებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ასრულებს. ვიცე-პრემიერია თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი.