ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, დღეს ქართველი დიპლომატებისთვის სავიზო შეზღუდვებს წარადგენენ. ამის შესახებ ის X-ზე წერს.
„ქართველი ხალხი აპროტესტებს ხელისუფლების გადაწყვეტილებას, შეაჩერონ სვლა ევროკავშირისკენ.
მშვიდობიან პროტესტს პოლიციისგან ძალადობა შეხვდა.
დღეს ჩვენ წარვადგენთ სავიზო შეზღუდვებს ქართველი დიპლომატებისთვის.
ჩვენი გზავნილი მკაფიოა: შეწყვიტეთ საკუთარი ხალხის დაზიანება“ - წერს ფონ დერ ლაიენი.