„ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებაში ცვლილებებია.
20 დეკემბრის დოკუმენტით, იცვლება „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესი“.
კერძოდ, საქმე ეხება სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში დაკანონებულ მიწებს.
დადგენილების თანახმად, ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისას, აღნიშნული ქონება 2026 წლამდე გათვალისწინებული არ იქნება.
„2023 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 1 იანვრამდე სპორადული რეგისტრაციის ან სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაცია, ამავე პერიოდის განმავლობაში, არ გაითვალისწინება ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისას“,- ნათქვამია დადგენილებაში.