Tesla აშშ-ში დაახლოებით 700 000 მანქანას უკან იწვევს

აშშ-ს საავტომობილო გზების უსაფრთხოების ეროვნული ადმინისტრაციის (NHTSA) მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გაწვევა მოიცავს 2024 წელს წარმოებულ Cybertruck-ს, 2017-2025 წლებში წარმოებულ Model 3-ს და 2020-2025 წლებში წარმოებულ Model Y მანქანებს.

განცხადებაში ხაზგასმით აღინიშნა, რომ საბურავების წნევის მონიტორინგის სისტემის გამაფრთხილებელი შუქი შესაძლოა არ დარჩეს და არ გააფრთხილოს მძღოლი საბურავების დაბალი წნევის შესახებ, ხოლო არასწორად გაბერილი საბურავებით მართვა ზრდის ავარიების რისკს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ გაწვევა 694 304 ავტომობილს შეეხო და რომ Tesla-მ გამოუშვა პროგრამული განახლება, რომლითაც პრობლემის მოგვარება დისტანციურად შეიძლება.

ნათია ზარიძე