საქართველოს საბანკო ასოციაცია დასავლელი პარტნიორების მიერ „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნების, სამართალდამცველებისა და სხვა პირებისთვის დაწესებულ სანქციებს ეხმაურება.
როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ ასოციაციაში განუცხადეს, საბანკო სისტემა იცავდა და დაიცავს ამერიკის, გაერთიანებული სამეფოსა და ევროკავშირის მიერ დაწესებულს სანქციებს.
„საბანკო სისტემა საერთაშორისო საფინანსო სისტემის განუყოფელი ნაწილია. ის განუხრელად იცავდა და დაიცავს აშშ-ს, ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს მიერ დაწესებულ სანქციებს და გადაწყვეტილებებს მათთან შესაბამისობაში იღებს“, - აცხადებენ საქართველოს საბანკო ასოციაციაში.
შეგახსენებთ, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, მირზა კეზევაძე „სპეციალურად განსაზღვრულ პირთა სიაში“ (SDN List) შეიყვანა.