რუსული LNG-ის იმპორტმა ევროკავშირში წელს რეკორდულ დონეს მიაღწია - Financial Times

უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ევროკავშირმა დაისახა მიზანი 2027 წლისთვის შეაჩეროს ყველა რუსული წიაღისეული საწვავის იმპორტი, მაგრამ თხევადი გაზის მიწოდება ევროპის პორტებში კვლავ იზრდება. ამის შესახებ The Financial Times წერს.

ამავე ცნობით, ევროკავშირმა დეკემბრის შუა რიცხვებისთვის რუსეთიდან 16,5 მილიონი ტონა თხევადი ბუნებრივი აირი მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ მიწოდების შემცირების მცდელობა იყო.

გამოცემის თანახმად, გასულ წელს რუსეთიდან ევროპაში მიწოდებული თხევადი ბუნებრივი აირის მოცულობა 15,18 მილიონი ტონა იყო. 2024 წელს მიწოდებული LNG-ის მოცულობა ასევე აღემატება 2022 წელს იმპორტირებულ ბოლო რეკორდს, 15,21 მილიონ ტონას.

„მილსადენებით გაზის იმპორტისგან და რუსული ნავთობისა და ქვანახშირისგან განსხვავებით, რომელიც წვეთამდე შემცირდა რუსული LNG-ის იმპორტი კვლავ დაშვებულია და იზრდება, რაც იმაზე მეტყველებს, რომ „პანიკაში ჩავარდნილი“ ევროპა იაფი ენერგიის მიღებაზე ჯერჯერობით უარს ვერ ამბობს“, - აღნიშნავს ენერგეტიკის ეკონომიკისა და ფინანსური ანალიზის ინსტიტუტის ანალიტიკოსი ანა მარია იალერ-მაკარევიჩი.

იხილეთ აგვრეთვე:

ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირს შესთავაზა რუსული გაზი ამერიკული LNG-ით შეცვალოს

ნათია ზარიძე