ყველა დროის ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი როლები მხატვრულ ფილმებში - როგორია მსახიობის ხელფასი ჰოლივუდში

მართალია, ქართველი მსახიობები თავის სფეროში მოღვაწეობით მილიონებს ვერ გამოიმუშავებენ, თუმცა რადიკალურად განსხვავებული ვითარებაა “ჰოლივუდში“.

უამრავი სკანდალისა და ყვითელი თემების ფონზე, “ჰოლივუდს“ კიდევ ერთი თავისებურება აქვს - გამორჩეული ვარსკვლავები მილიონებს გამოიმუშავებენ.

წარმოგიდგენთ ყველაზე მაღალ ანაზღაურებად როლებს მხატვრულ ფილმებში:

ემა სტოუნი – La La Land: 34.2 მილიონი დოლარი

ემა სტოუნმა 2016 წლის მიუზიკლში La La Land-ში მისი მთავარი როლისთვის 26 მილიონი დოლარი მიიღო, რაც დღევანდელი მონაცემებით 34.2 მილიონი დოლარია.

ვარსკვლავი 2017 წლის Forbes-ის მსოფლიოს ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი მსახიობების სიის სათავეში მოხვდა.

ჯიმ ქერი - Yes Man: მინიმუმ 44 მილიონი დოლარი

როდესაც ჯიმ ქერიმ ითამაშა 2008 წელს კომედიაში Yes Man, მან გამოიმუშავა 30-დან 50 მილიონ დოლარამდე – ანუ დაახლოებით 44-დან 73 მილიონ დოლარამდე დღევანდელი კურსით.

გავრცელებული ინფორმაციით, ვარსკვლავმა უარი თქვა წინასწარ ხელფასზე. მისმა სარისკო გადაწყვეტილებამ დიდი შედეგი გამოიღო, ფილმმა მსოფლიო მასშტაბით 223 მილიონი დოლარის შემოსავალი გამოიმუშავა.

უილ სმიტი – King Richard: 46.6 მილიონი დოლარი

უილ სმიტმა 2021 წლის ბიოგრაფიული ფილმ King Richard-ში მონაწილეობისთვის ხელფასის სახით 40 მილიონი მიიღო, დღევანდელი კურსით დაახლოებით 46.6 მილიონი დოლარი.

მან 2022 წელს ამ როლისთვის ოსკარის დაჯილდოებაზე საუკეთესო მსახიობი მამაკაცის პრესტიჟული ჯილდო მიიღო.

დენზელ ვაშინგტონი – The Little Things: 46.6 მილიონი დოლარი

დენზელ ვაშინგტონმა კრიმინალურ თრილერში შესრულებული როლისთვის 40 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, რაც დღევანდელი კურსით 46.6 მილიონი დოლარია.

ფილმში ასევე მონაწილეობდნენ რამი მალეკი და ჯარედ ლეტო, თუმცა ვეტერანმა მსახიობმა ყველაზე დიდი ხელფასი მიიღო.

არნოლდ შვარცენეგერი – Terminator 3: Rise of the Machines: 49.8 მილიონი დოლარი

არნოლდ შვარცენეგერმა Terminator 3-ში დაბრუნების სანაცვლოდ 29 მილიონი დოლარი მოითხოვა, რაც დღევანდელი კურსით 49.8 მილიონი დოლარია.

სამეცნიერო ფანტასტიკური ფილმი 2003 წელს გამოვიდა. გარდა ხელფასისა, მსახიობმა დამატებით 1.5 მილიონი დოლარი მიიღო.

კამერონ დიასი - Bad Teacher: 58.9 მილიონი დოლარი

კამერონ დიაზს 2011 წელს კომედიურ ფილმში როლისთვის მხოლოდ 1 მილიონი დოლარი გადაუხადეს. თუმცა, საზრიანმა ვარსკვლავმა დადო გარიგება, რომლის მიხედვითაც მიიღო სალაროებში მიღებული შემოსავლის ნაწილი.

შედეგად დიასის ანაზღაურებამ დღევანდელი კურსით 58.9 მილიონი დოლარი შეადგინა.

რობერტ დაუნი უმცროსი – The Avengers: 68.7 მილიონი დოლარი

რობერტ დაუნი უმცროსმა ტონი სტარკის - ანუ რკინის კაცის 2012 წლის სუპერგმირულ ბლოკბასტერში მონაწილეობით დაახლოებით 50 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. დღევანდელი კურსით ეს არის 68.7 მილიონი დოლარი.

ჯონი დეპი – Pirates of the Caribbean: უცხო მოქცევებზე: 77.2 მილიონი დოლარი

ჯონი დეპმა გამოიმუშავა 2011 წელს, კაპიტან ჯეკ ბეღურას როლის შესრულებით 55 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. რაც დღეს დაახლოებით 77.2 მილიონი დოლარია.

სათავგადასავლო საგა არის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ფილმი, რაც კი ოდესმე გადაღებულა და მისი წარმოების ბიუჯეტი 410 მილიონი დოლარია.

ტომ ჰენკსი - Saving Private Ryan: 77.5 მილიონი დოლარი

ტომ ჰენკსმა 1998 წლის ომის ეპოსში მონაწილეობით 40 მლნ დოლარი მიიღო, რაც დღევანდელი გადაანგარიშებით 77.5 მილიონი დოლარია.

ჯონი დეპი – Alice in Wonderland: 98.4 მილიონი დოლარი

2010 წელს ჯონი დეპმა განასახიერა მისი ერთ-ერთი ყველაზე უცნაური პერსონაჟი, როდესაც ტიმ ბარტონის ფილმში “ალისა საოცრებათა ქვეყანაში“ საიცარი როლი მოირგო.

მან მაშინ დაახლოებით 68 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, რაც დღეს 98.4 მილიონი დოლარია.

წყარო: msn.com

თეონა რამაზაშვილი