„ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ვაუქმებთ სპექტაკლებს“ - ახალი თეატრი

ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი დეკემბრის სპექტაკლებს აუქმებს. ამის შესახებ თეატრი სოციალურ ქსელში წერს.

„ძვირფასო მაყურებლებო, ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ვაუქმებთ შემდეგ სპექტაკლებს:

  • 24 დეკემბერი "თამაში"
  • 25 დეკემბერი "ბუნკერი"
  • 26 დეკემბერი "გაყრა"
  • 27 დეკემბერი "ვკვდები როგორც ქვეყანა"
  • 28,29 დეკემბერი "სირანო უნდა მოკვდეს"

გაუქმებულ სპექტაკლებზე, ბილეთები შეგიძლიათ დააბრუნოთ საიტზე tkt.ge

ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!!!

იმედი გვაქვს მალე შევხვდებით თეატრში ანდროსთან ერთად“, - წერს ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი.

მერი ტაბატაძე