ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ბადრა გუნბამ შაბათს, 21 დეკემბერს განაცხადა, რომ აფხაზეთს ენერგოდეფიციტის გამო ჰუმანიტარული კატასტროფა ემუქრება.
ინფორმაციას Reuters ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, გუნბამ რუსეთს ელექტროენერგიის მიწოდებისთვის მიმართა, თუმცა მოსკოვს არ უპასუხია.
ცნობისთვის, დეკემბრის დასაწყისში ოკუპირებული აფხაზეთის ენერგეტიკულმა კომპანიამ განაცხადა, რომ დენის მიწოდება გრაფიკს აწესებს.
„დენის გამორთვა არის განაჩენი ჯანდაცვისა და განათლების სისტემისთვის. აფხაზეთი შესაძლოა ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე აღმოჩნდეს. ჩვენ აღმოვჩნდით სრულ სიბნელეში, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით", - განაცხადა გუნბამ.