ციხე, აეროპორტი და ღვინის ქარხანა - 5 მიტოვებული ადგილი მსოფლიოში, რომელიც დღეს ტურისტებს იზიდავს

ურბანული რეგენერაცია ხშირად ეხება დიდი ქალაქებს. მაგრამ ზოგჯერ მიტოვებული ობიექტები - მათ შორის რკინიგზა, სასაწყობო უბნები და აეროპორტებიც კი - საინტერესო ახალ საზოგადოებრივ სივრცეებად გარდაიქმნება, რომელიც ტურისტებსაც იზიდავს.

წარმოგიდგენთ რამდენიმე მაგალითს:

2-1734871925.jpg

თეგელის აეროპორტი, ბერლინი, გერმანია

თეგელის აეროპორტი 1948 წელს სულ რაღაც 90 დღეში აშენდა და თავდაპირველად საფრანგეთის სამხედრო ბაზად მსახურობდა.

თუმცა 1975 წელს აეროპორტად გადაკეთდა. თავიდან ის საკმაოდ კარგად მუშაობდა, თუმცა მგზავრების რაოდენობის ზრდას ვერ გაართვა თავი და ადგილობრივი მმართველობა იძულებული გახდა აეროპორტი დაეხურათ.

ბოლო რეისი თეგელის აეროპორტიდან 2020 წლის ნოემბერში გაფრინდა.

3-1734871967.jpg

თეგელის აეროპორტი ახლა

განვითარების პროექტი ფარგლებში, სახელწოდებით Berlin TXL, თეგელის აეროპორტზე 7.9 მილიონი აშშ დოლარი დაიხარჯება. ის ეკოლოგიურად სუფთა ქალაქად გადაიქცევა.

სურათზე ნაჩვენებია მოდელი, რომელიც მოიცავს 5000 სახლს, უნივერსიტეტის კამპუსს და ათას ბიზნესს. პროექტი 2030-იანი წლების ბოლოს უნდა დასრულდეს, მაგრამ პირველი საცხოვრებელი ფართი დასრულდება 2027 წლისთვის. გეგმები მოიცავს ვერტიკალურ ბაღებს, მზის პანელებს და 500 ჰექტარ ნაკრძალს.

ამჟამად კომპლექსში მოქმედია ოთხი ღამის კლუბი, სახელად Turbulence TXL, რომელიც 2023 წლის შემოდგომაზე გაიხსნა.

4-1734872001.jpg

აშშ, ბოსტონი - ჩარლზ ქუჩის ციხე

ბოსტონის ჩარლზის ქუჩის ციხე 1851 წელს აშენდა.

იმ დროისთვის, მე-19 საუკუნის შუა პერიოდის ბოსტონის გრანიტის სტილისთვის დამახასიათებელი არქიტექტურის ციხე იყო დიდი და ინოვაციური. თუმცა, ათწლეულების განმავლობაში განადგურდა და ცუდი რეპუტაცია მოიპოვა. მრავალი არეულობების შემდეგ, ციხე საბოლოოდ დაიხურა.

5-1734872037.jpg

ციხე ახლა

მას შემდეგ, რაც 1990 წელს, ისტორიული ციხიდან უკანასკნელი პატიმრები გადაიყვანეს, შენობა მიტოვებული იყო. 2007 წელს შენობის რესტავრაცია მოხდა და Liberty Hotel გაიხსნა. ამჟამად ის არის ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი და სასურველი სასტუმრო- რესტორანი.

6-1734872067.jpg

გერმანია, რუგენი

1936-დან 1939 წლამდე ნაცისტური გერმანიის დროს ეს კურორტი აშენდა, რომელიც 4.5 კმ სიგრძის იყო. მესამე რაიხის დროს შენობა ცნობილი გახდა “პრორას კოლოსის“ სახელით.

7-1734872097.jpg

“პრორა“ ახლა:

1989 წელს გერმანიამ კომპლექსი გაყიდა. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ნაწილი დღემდე უკაცრიელია, მისი რეაბილიტაცია 2017 წლის შემდეგ, ეტაპობრივად ხორციელდება. უზარმაზარი კომპლექსის ტერიტორიები ნელ-ნელა კეთდება როგორც საცხოვრებელი და დასასვენებელი კურორტი.

8-1734872127.jpg

საბერძნეთი, პელოპონესი: დექსამენესის ღვინის ქარხანა

პელოპონესის ჩრდილო-დასავლეთ წვერზე, კურუტას სანაპიროზე მდებარე Dexamenes Seaside Hotel დღეს საკმაოდ პოპულარული სანაპირო ადგილია. თუმცა, ეს ასე ყოველთვის არ იყო.

დექსამენესს აქვს არაჩვეულებრივი ინდუსტრიული ისტორია. თანამედროვე სასტუმრო შეიქმნა 1920-იანი წლების მიტოვებულ ღვინის ქარხანაში. მას ჰქონდა 30-ზე მეტი ცარიელი ბეტონის ავზი, რომლებიც ღვინოს პირდაპირ მოსაცდელ გემებზე ასხამდნენ.

9-1734872158.jpg

ღვინის ქარხანა ახლა:

ღვინის ქარხანა ათენში დაფუძნებულმა k-studio-მ მშვენიერ ბუტიკ სასტუმროდ გადააკეთა. მას ყოველწლიურად ათასობით ვიზიტორი სტუმრობს.

11-1734872189.jpg

აშშ: The Baker Hotel and Spa

გრანდიოზული და მომხიბვლელი Baker Hotel 1929 წელს გაიხსნა.

ის ჰოლივუდის ვარსკვლავებს მასპინძლობდა. მსოფლიოში ცნობილი სამკურნალო წყლების გამო, სასტუმროს უამრავი ადამიანი სტუმრობდა.

გამოჩენილი ტეხასელი არქიტექტორის უაიატ სი ჰედრიკის მიერ დაპროექტებული შთამბეჭდავი 14-სართულიანი სასტუმრო იმ დროს ინოვაციურ კომპლექსად ითვლებოდა, რომელსაც გააჩნდა შტატის პირველი გარე საცურაო აუზი და კონდიციონერი. თუმცა, როდესაც დროთა განმავლობაში ვიზიტორთა რაოდენობა შემცირდა, სასტუმრო 1972 წელს დაიხურა.

22-1734872216.jpg

The Baker Hotel and Spa ახლა:

ახლა სასტუმროს რეაბლიტაციის პროექტი მიმდინარეობს და მისი გახსნა 2026 წლის გაზაფხულზე იგეგმება.

ამ დროისთვის უკვე აღდგენილია 997 ორიგინალური ფანჯარა და მისი ზედა სართულის სამეჯლისო დარბაზი, რომელიც ცნობილია როგორც ღრუბლების ოთახი.

წყარო: msn.com

თეონა რამაზაშვილი