წლებთან ერთად მხოლოდ მდიდრებისთვის ხელმისაწვდომი ავიახაზებით სარგებლობა ფართოდ გამოყენებად სატრანსპორტო რეჟიმად იქცა.
დღეს მსოფლიოში უამრავი ავიახაზი არსებობს. ისინი საფასურის მიხედვით გვთავაზობენ კომფორტსა და სხვა ბენეფიტებს.
მათ შორის, დღესაც არის რამდენიმე ავიაკომპანია, რომლებიც ავიასფეროსთან ერთად დაიბადნენ და დღესაც ოპერირებენ.
Air India (1932)
Air India 1932 წელს დაარსდა. თავდაპირველად ის ფუნქციონირებდა როგორც საფოსტო სერვისი - ინდოეთის დიდ ქალაქებს შორის გადაჰქონდა წერილები, ამანათები და საქონელი. თუმცა სწრაფად გადაიქცა სრულფასოვან კომერციულ სამგზავრო ავიაკომპანიად.
1940-იანი წლების ბოლოს ის ახორციელედბა საერთაშორისო ფრენებს.
1960-იანი წლების დასაწყისში, Air India-მ დაიწყო Boeing 707-420 თვითმფრინავების შეძენა. დღეს Air India ემსახურება 100-ზე მეტ საერთაშორისო და შიდა მიმართულებას. ის ცნობილია თავისი მაღალი დონის მომსახურებით.
Cubana (1929)
1929 წელი დატვირთული იყო საავიაციო ინდუსტრიისთვის. მაშინ რამდენიმე ავიაკომპანია დაარსდა და ერთ-ერთი პირველი იყო Cubana.
Cubana de Aviación დაარსდა, როგორც კუბის ეროვნული ავიაკომპანია. დღეს ავიაკომპანია ახორციელებს მხოლოდ რამდენიმე მარშრუტს ამერიკისა და ევროპის მიმართულებით.
LATAM Airlines (1929)
LATAM ჩამოყალიბდა ორი კომპანიის, LAN და TAM-ის გაერთიანების შედეგად 2012 წელს, თუმცა მისი იტორია ბევრად ადრე დაიწყო.
LAN - იგივე Línea Aérea Nacional de Chile დაარსდა 1929 წელს, ჩილეს დროშის მატარებელი სამხედროს - კომოდორის არტურო მერინო ბენიტესის მიერ. ავიაკომპანიამ პირველი საერთაშორისო რეისი 1946 წელს შეასრულა.
მომდევნო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ის სტაბილურად ფართოვდებოდა. 1970 წელს კი ევროპაში დაიწყო ფრენა.
მეორე კომპანია TAM კი 1961 წელს, ბრაზილიაში დაარსდა. მოგვიანებით ორი ავიაკომპანია გაერთიანდა და დღემდე ფუნქციონირებს.
Hawaiian Airlines (1929)
1929 წელს, როდესაც Hawaiian Airlines დაარსდა, ეს იყო კუნძულებზე მოძრავი შიდა სერვისი. მაგრამ 1940-იანი წლების დასაწყისში მან ჰორიზონტი გააფართოვა და დაიწყო სხვა ქვეყნებში ოპერირება.
დღეს ჰავაი არის პატარა, მაგრამ საიმედო კომპანია, რომელიც დაფრინავს ჰავაის ყველა დიდ კუნძულზე, ასევე ჩრდილოეთ ამერიკაში, აზიასა და სამხრეთ წყნარ ოკეანეში. ის ყოველწლიურად 10 მილიონზე მეტ მგზავრს ემსახურება.
LOT Polish Airlines (1928)
LOT პოლონეთის მთავრობის მიერ 1928 წელს შეიქმნა და იყო შიდა გადამზიდავების Aero და Aerolot მემკვიდრე.
1988 საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, კომპანიამ დასავლური თვითმფრინავების ყიდვა შეძლო და მომსახურების არეალი გააფართოვა.
დღეს, LOT ოთხ კონტინენტზე, ასამდე მიმართულებით დაფრინავს.
Iberia (1927)
ესპანეთში, 1927 წელს დაფუძნებულმა კომპანიამ, მიუხედავად დიდი სირთულეებისა, მოახერხა და დღეს საკმაოდ მომგებიან პოზიციაზეა.
თავიდან ავიაკომპანია ასრულებდა მხოლოდ შიდა ფრენებს, მაგრამ 1946 წლიდან ლონდონსა და ლათინურ ამერიკაში დაიწყო ფრენა. მე-20 საუკუნის მეორე ნახევრამდე კი უფრო და უფრო აფართოებდა არეალს.
დღეს, „იბერია“ კარგი ფსონია, თუ გსურთ დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიით ისარგებლოთ.
American Airlines (1926)
ამერიკელმა ავიაკომპანიამ American Airlines-მა ფუნქციონირება 1926 წელს დაიწყო. თავიდან ავიაკომპანია ფოსტის როლს ასრულებდა, თუმცა მალევე შეცვალა ხაზი და მგავრების მომსახურება დაიწყო.
1936 წელს American Airlines იყო პირველი ოპერატორი, რომელმაც DC-3 თვითმფრინავები გამოიყენა - მაშინ ეს ითვლებოდა მსოფლიოში პირველ წარმატებულ კომერციულ თვითმფრინავებად და ასევე გამოიყენებოდა საბრძოლო მოქმედებებში მეორე მსოფლიო ომის დროს.
დღეს American Airlines არის აღიარებული, როგორც მსოფლიოში ყველაზე დიდი ავიაკომპანია.
Delta (1925)
ავიაკომპანიის პირველი თვითმფრინავები გამოიყენებოდა ჰაერიდან მოსავალზე სასუქის მოსაყრელად.
კომპანია Huff Daland Dusters-ის სახელით 1925 წელს მაკონში დაარსდა. 1928 წელს კი სახელი და დანიშნულება თითქმის ერთდროულად შეიცვალა. მან მალევე დაიწყო მგზავრების გადაყვანა.
მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში დელტამ შეიძინა Western Air Lines, Pan Am, Atlantic Southeast და Comair. დღეს ის მსოფლიოში ყველაზე დიდი ავიაკომპანიაა.
წყარო: msn.com