საქართველოს მშპ-მ 2023 წელს 80.882 მლრდ ლარი შეადგინა - როგორია წილი რეგიონების მიხედვით

2023 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მაჩვენებელმა 80.882 მლრდ ლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 11%-ით მეტია. საქსტატის მონაცემებით, 2022 წელს მშპ-ს მაჩვენებელი საბაზრო ფასებში 72.860 მლრდ ლარს შეადგენდა.

საქსტატის ცნობით, რეგიონულ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა: თბილისი (52.7 პროცენტი), აჭარა (9.5 პროცენტი), იმერეთი (7.8 პროცენტი), ქვემო ქართლი (7.5 პროცენტი) და სამეგრელო-ზემო სვანეთი (5.4 პროცენტი).

„თბილისში შექმნილი მშპ-ის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (24.6 პროცენტი),უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (11.6 პროცენტი), მშენებლობა (9.1 პროცენტი).აჭარის ა.რ.-ის რეგიონისათვის წამყვან ეკონომიკურ სექტორებს წარმოადგენს მშენებლობა (14.0 პროცენტი), უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (13.8 პროცენტი), საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (10.5 პროცენტი). იმერეთში,დამატებული ღირებულების მოცულობის მიხედვით ქვეყნის მესამე რეგიონში, დიდი წილი უკავია სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობას (11.9 პროცენტი), დამამუშავებელი მრეწველობა (11.2 პროცენტი) და უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საქმიანობებს (10.8 პროცენტი). ქვემო ქართლის მშპ-ში მნიშვნელოვანი წილით არის წარმოდგენილი დამამუშავებელი მრეწველობა (18.9პროცენტი), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (15.5 პროცენტი) და სახელმწიფო მმართველობადა თავდაცვა (8.9 პროცენტი)“, - აღნიშნულია საქსტატის ანგარიშში.

msp