რუსული ხორბლის საექსპორტო გადასახადი 25 დეკემბრიდან 15,3%-ით, ანუ ტონაზე 4,136.5-იდან 4,768.7 რუბლამდე (41-დან 47 დოლარამდე) გაიზრდება.
ამის შესახებ ფედერაციის სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში წერია.
ამასთან, ქერის გადასახადი ტონაზე 2,185.3-იდან 2,781.8 რუბლამდე (22-დან 28 დოლარამდე), ხოლო ტონა სიმინდზე 4,393.3-იდან 4,894.8 რუბლამდე (44-დან 49 დოლარამდე) მოიმატებს.
ტარიფები ახალი ინდიკატორული ფასებით გამოითვალა, რამაც ტონა ხორბალზე ერთი კვირის წინანდელ 236,5 დოლარზე მეტი, ანუ 240,4 დოლარი შეადგინა. ტონა ქერზე ახალი ინდიკატორული ფასი, ასევე, წინაზე მეტია, რამაც 197,8-დან 202 დოლარამდე, ხოლო სიმინდზე 229-დან 230 დოლარამდე მოიმატა.
ახალი საექსპორტო გადასახადი 2025 წლის 12 იანვრის ჩათვლით იქნება ძალაში.
ცნობისთვის: რუსეთში მარცვლეულის დემპფერის მექანიზმი 2021 წლის 2 ივნისიდან მოქმედებს, რომელიც ხორბლის, სიმინდისა და ქერის ექსპორტზე მცურავ გადასახადს ითვალისწინებს. ამოღებული სახსრები სოფლის მეურნეობის მწარმოებლების სუბსიდირებისთვის არის განკუთვნილი. გადასახადი ყოველკვირეული ინდიკატორული (საორიენტაციო) ფასებით გამოითვლება, რომლებიც მოსკოვის ბირჟაზე რეგისტრირებულ საექსპორტო კონტრაქტების ფასებით დგინდება. თავიან საბაჟო განაკვეთები დოლარში იანგარიშებოდა, თუმცა 2022 წლის ივლისიდან ისინი რუბლით განისაზღვრება. საექსპორტო გადასახადი საბაზისო და საორიენტაციო ფასებს შორის სხვაობის 70%-ს წარმოადგენს. მიმდინარე წლის 28 ივნისიდან ხორბლის საბაზისო ფასად ტონაზე 18,000 რუბლი (179 დოლარის), ქერისა და სიმინდისთვის კი 16,875 რუბლი (168 დოლარი) დადგინდა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ