რომელი ქვეყნები აწარმოებენ ყველაზე მეტ ყველს ევროკავშირში - Eurostat-ის რეიტინგი

ევროკავშირის ქვეყნებიდან ყველაზე მეტ ყველს გერმანია აწარმოებს. ამის შესახებ ევროკავშირის სტატისტიკის ოფისის, Eurostat-ის 2023 წლის რეიტინგში წერია.

კერძოდ, გერმანიამ საანგარიშო წელს 2.4 მლნ ტონა ყველი აწარმოა, ხოლო ევროკავშირის მთლიან წარმოებაში ქვეყნის წილი 22%-ს შეადგენს.

მეორე ადგილზე საფრანგეთია, სადაც 1.9 მლნ ტონა ყველი იქნა წარმოებული. ევროკავშირის მთლიანი წარმოებაში საფრანგეთის წილი 18%-ია.

მესამე ადგილზე მყოფ იტალიაში ყველის წარმოება 1.3 მლნ ტონას შეადგენს, რაც ევროკავშირის მთლიანი წარმოების 13%-ია.

ევროკავშირში ყველის მწარმოებელი ქვეყნების ტოპ 10-ეული ასეთია:

  • გერმანია - 2.4 მლნ ტონა
  • საფრანგეთი - 1.9 მლნ ტონა
  • იტალია - 1.3 მლნ ტონა
  • ნიდერლანდები - 1 მლნ ტონა
  • პოლონეთი - 980 ათასი ტონა
  • ესპანეთი - 530 ათასი ტონა
  • დანია - 497 ათასი ტონა
  • ირლანდია - 285 ათასი ტონა
  • საბერძნეთი - 252 ათასი ტონა
  • ავსტრია - 228 ათასი ტონა

რაც შეეხება ანტირეიტინგს, ყველაზე ნაკლებ ყველს ევროკავშირის ქვეყნებიდან სლოვენიაში (15 ათასი ტონა), ხორვატიასა (33 ათასი ტონა) და კვიპროსში (41 ათასი ტონა) აწარმოებენ.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ