საქართველოს ტრაილერებიდან მიღებული შემოსავალი შეუმცირდა - რამდენმა სატვირთომ გაიარა

სატვირთო ავტომობილების გატარებიდან მიღებული შემოსავალი შემცირდა. ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების მიხედვით (კონსოლიდაციის გარეშე) 2024 წლის იანვარ-ნოემბერში ხაზინაში ტრაილერების გატარებიდან 164 486 563 ლარი შევიდა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში - 166 680 298 ლარი.

შესაბამისად, ბიუჯეტში გზათსარგებლობის საფასურით მიღებული შემოსავალი 2024 წლის 11 თვეში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2.2 მლნ-მდე ლარით შემცირდა.

არსებული ფინანსური მაჩვენებლებიდან გამომდინარე, 2024 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოს დერეფანი 469 961-მა სატვირთომ გადაკვეთა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 476 229 ტრაილერმა.

ცნობისთვის, საქართველოს საზღვარზე სატრანზიტო ტრაილერებისთვის გზათსარგებლობის მოსაკრებელი 350 ლარს შეადგენს. აღნიშნული ტარიფი 2022 წლის 20 ივნისიდან მოქმედებს. მანამდე მძღოლებს 200 ლარის გადახდა უწევდათ.

ნინი ქეთელაური