თბილისის მერიის 2025 წლის ნაერთი ბიუჯეტი 2 455 მლრდ ლარით განისაზღვრა. აქედან, თბილისის მუნიციპალიტეტი ცენტრალური ხელისუფლებისგან დახმარების სახით 580 მილიონ ლარს მიიღებს.
აღნიშნული ბიუჯეტის პროქეტი თბილისის საკრებულოში დამტკიცდა.
კენჭისყრაში მონაწილეობა 27 წევრმა მიიღო. 27-ივემ მხარი დაუჭირა, ხოლო წინააღმდეგი სხდომაზე არავინ არ იყო.
აღსანიშნია, რომ საკრებულოს სხდომას არ ესწრებოდნენ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები.