სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი საქართველოზე გამავალი დერეფნის ეკონომიკური შესაძლებლობის შესახებ კვლევას აქვეყნებს.
კვლევის მიხედვით, შეფასების ძირითადი კრიტერიუმად შერჩეულია, საომარი მოქმედებების შემდგომ პერიოდში, საქართველოზე გამავალი დერეფნის ეკონომიკურ შესაძლებლობების გაანალიზება.
უფრო კონკრეტულად, იზრდება თუ არა საქართველოს რკინიგზით გადაზიდვები და როგორ იყენებს ქვეყანა ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტის - სატრანსპორტო დერეფნის ეკონომიკურ შესაძლებლობას.
შეფასებისათვის შერჩეული იქნა ე ქ ვ ს ი კომპონენტი:
კვლევამ წარმოაჩინა, რომ 2022 წელს 2021 წელთან შედარებით ექვსივე მიმართულებით, ტვირთნაკადების ზრდის ტენდენცია აშკარაა, საშუალოდ 25% ით. რაც ძირითადად, სხვადასხვა დერეფნებიდან ტვირთების გადმომისამართბით იქნა განპირობებული.
ტვირთნაკადის ასეთი ზრდა, წინაპირობას იძლეოდა, რომ მომდევნო 2023 და 2024 წლებში ასეთი ტენდენცია შენარჩუნებული იქნებოდა, რაც დადებითად აისახებოდა როგორც საქართველოს პორტებში ტვირთების გადამუშავებაზე, ასევე ერთობლიობაში დერეფნის ფუნქციონირებაზე.
კვლევით დასტურდება, რომ 2024 წელს 2022 წელთან შედარებით, ტვირთები შემცირდა:
„დასკვნის სახით, უნდა აღინიშნოს, რომ საომარი მოქმედებების შედაგად, რეალურად განხორციელდა ტვირთნაკადების გადმორთვა საქართველოზე გამავალ დერეფნით, ხოლო მომდევნო წლებში, აშკარაა ტვირთნაკადების კლება და ადრინდელ დერეფნებზე დაბრუნების მყარი ტენდენცია“, - ნათქვამია კვლევაში.