ჩინეთში 5G აბონენტების რაოდენობამ 1 მილიარდს გადააჭარბა

ჩინეთში, მრეწველობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სამინისტროს ცნობით, 5G მობილური აბონენტების რაოდენობამ 1 მილიარდს გადააჭარბა.

ნოემბრის ბოლოს იყო 1,002 მილიარდი, რაც ქვეყნის ყველა მობილური აბონენტის 56%-ს შეადგენს. 2023 წლის ბოლოს აღნიშნული მაჩვენებელი 46,6% იყო. გასული თვის ბოლოს ქვეყანაში 5G საბაზო სადგურების რაოდენობა დაახლოებით 4,2 მილიონი იყო.

ამრიგად, ქვეყანაში ყოველ 10 000 ადამიანზე არის 29 ერთეული 5G სადგური.

ნოემბრის ბოლოს, სამინისტრომ გამოაქვეყნა სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვითაც ჩინეთი გეგმავს 5G ქსელის შეღწევას ინდივიდუალურ მომხმარებლებში და 2027 წლის ბოლოსთვის 85%-ით ათვისებას. ამასთან, მოსალოდნელია, რომ სამ წელიწადში ქვეყანაში ყოველ 10 000 ადამიანზე 38 ერთეული 5G საბაზო სადგური იქნება.