ერთ თვეში jobs.ge-ზე 20.6%-ით ნაკლები ვაკანსია გამოქვეყნდა - pmcg

2024 წლის ნოემბერში jobs.ge-ზე 6 218 ვაკანსია გამოქვეყნდა, რაც 20.6%-ით ნაკლებია 2024 წლის ოქტომბერში გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობასთან შედარებით. ამის შესახებ pmcg-ს მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია აღნიშნული.

რაც შეეხება 6-თვიან ჭრილს, მათივე ცნობით, 2024 წლის ივნისიდან 2024 წლის ნოემბრის ჩათვლით, გამოქვეყნდა 46 222 ვაკანსია, რაც 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2.9%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

„2024 წლის ივნისიდან 2024 წლის ნოემბრის ჩათვლით, jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების საშუალო წლიური ზრდა შენელდა. 2024 წლის ივნისიდან 2024 წლის ნოემბრის ჩათვლით, jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების საშუალო წლიურმა ზრდამ 2.8% შეადგინა, რაც 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 1 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია,“- აღნიშნულია კვლევაში.