„მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კაპიტალ ექსპრესს“ რეგისტრაცია გაუუქმდა - ვის ეკუთვნის კომპანია

შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კაპიტალ ექსპრესს“ რეგისტრაცია გაუუქმდა, - ამის შესახებ აღნიშნულია ეროვნული ბანკის დადგენილებაში.

დადგენილების თანახმად, უნდა დაიწყოს „კაპიტალ ექსპრესის“ ლიკვიდაცია, ლიკვიდატორი კი უკვე განსაზღვრულია.

ცნობისთვის, მხარეებს გადაწყვეტილების გასაჩივრება 1 თვის ვადაში შეუძლიათ.

სამეწარმეო რეესტრის მონაცემების თანახმად, შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კაპიტალ ექსპრესი“ 2012 წელს დარეგისტრირდა. ბოლო მონაცემებით, მის მესაკუთრედ მაკა გოცირიძე ფიქსირდება.

საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკით, 2024 წლის ნოემბრის მდგომარეობით, ბაზარზე სულ 33 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ოპერირებს.

მერი ტაბატაძე