ქართული ღვინის ექსპორტი გაიზარდა - ალკოჰოლის 71% რუსეთში გავიდა

2024 წლის იანვარ-ნოემბერში ქართული ღვინის ექსპორტი წლიურად 8.5%-ით გაიზარდა. წელს საანგარიშო პერიოდში ექსპორტზე გავიდა 90 250 ტონა ქართული ღვინო, ხოლო 2023 წლის იმავე პერიოდში 83 159 ტონა.

2024 წლის 11 თვეში ღვინის ექსპორტით საქართველომ 261.2 მილიონ დოლარზე მეტის შემოსავალი მიიღო, ხოლო გასულ წელს 239.3 მილიონ დოლარზე მეტის.

1 ლიტრი ღვინის საექსპორტო ფასი გასულ წელს 2.87 დოლარი იყო, წელს კი ფასმა ლიტრაზე 2.89 დოლარს მიაღწია.

ქართული ღვინისთვის ძირითადი საექსპორტო ბაზარი კვლავ რუსეთია. წელს იანვარ-ნოემბერში ქართული ღვინის ექსპორტი 71.6% რუსეთში განხორციელდა.

წელს ქართული ღვინის ექსპორტი ძირითადად შემდეგ 10 ქვეყანაში განხორციელდა:

  • რუსეთი - 176.2 მილიონი აშშ დოლარის 64 595 ტონა;
  • პოლონეთი - 15.17 მილიონი აშშ დოლარის 6 114 ტონა;
  • უკრაინა - 11.7 მილიონი აშშ დოლარის 4 193 ტონა;
  • ყაზახეთი - 9.45 მილიონი აშშ დოლარის 2 946 ტონა;
  • ბელარუსი - 6.86 მილიონი აშშ დოლარის 2 408 ტონა;
  • ჩინეთი - 8.2 მილიონი აშშ დოლარის 2 377 ტონა;
  • გერმანია - 5.57 მილიონი აშშ დოლარის 1 215 ტონა;
  • აშშ - 6.78 მილიონი აშშ დოლარის 1 151 ტონა;
  • ლატვია - 3.76 მილიონი აშშ დოლარის 1 022 ტონა;
  • ლიეტუვა - 2.19 მილიონი აშშ დოლარის 633 ტონა.

მერი ტაბატაძე