„იმხელა ცუნამი დაეცა მთავრობას თავზე, ამ დროს რაღაცები შეიძლება „აეჭრათ“ - ყაველაშვილს არ ვიცნობ, მაგრამ შესაძლოა, უკეთესი ყოფილიყო უფრო გამაერთიანებელი ადამიანი, რომელიც დასავლეთთან უფრო კონსტრუქციულად მუშაობდა“ - ირაკლი რუხაძე

მიუხედავად იმისა, რომ ყაველაშვილს არ ვიცნობ და შეიძლება ფანტასტიკური პრეზიდენტობის კანდიდატი იყოს, შესაძლოა, უკეთესი ყოფილიყო უფრო გამაერთიანებელი ადამიანი, - ბიზნესმენი, ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელი ირაკლი რუხაძე ირაკლი კობახიძესთან შეხვედრაზე გაკეთებულ განცხადებას იხსენებს.

„ბევრი რაღაც იყო ამ ისტორიაში [ირაკლი კობახიძის მიერ ბიზნესისთვის შეხვედრაზე მოყოლილ], რაზეც შეიძლება ვიკამათო, მაგრამ ფუნდამენტური ნაწილის მჯერა, შესაძლოა ვცდები, მაგრამ მჯერა და თუ ეს გჯერა, მაშინ ბევრი რაღაც რაც პრემიერმა მოყვა სხვანაირად აღიქმება. მე ვთქვი, რომ რაღაცები შეიძლება არასწორად გააკეთა მთავრობამაც, იმხელა ცუნამი დაეცა ჩვენ მთავრობას თავზე და ამ სიტუაციაში ეგზისტენციური საშიშროებიდან როგორ გამოეყვანა ქვეყანა, ამ დროს რაღაცები შეიძლება „აეჭრათ“ და ეს მე ვთქვი იქ. ვუთხარი, რომ განსაკუთრებით ფხიზლად უნდა იყოთ, რომ არ გააკეთო განცხადება, რომელიც გაკეთდა ნოემბერში, რომლის შეცვლაც 1 საათში გიწევს და გიწევს ახსნა - ეს არ შეიძლება, უკვე იმხელა ძალები გყავს დაპირისპირებული, რომ უნდა იყო ფრთხილად.

მეორე ვთქვი ასევე, რომ მიუხედავად იმისა, რომ ყაველაშვილს არ ვიცნობ და შეიძლება ფანტასტიკური პრეზიდენტობის კანდიდატი იყოს, შესაძლოა, იყო უკეთესი ყოფილიყო უფრო გამაერთიანებელი ადამიანი, მათ შორის ადამიანი, რომელიც დასავლეთთან უფრო კონსტრუქციულად მუშაობდა, ვიდრე „ხალხის ძალა“ - ასეთი რაღაცები ვთქვი“, - განაცხადა ირაკლი რუხაძემ „იმედთან“ ინტერვიუში.

მერი ტაბატაძე