კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 2.8 მლრდ ლარს გადააჭარბა - რომელი გავიდა ზარალზე

კომერციული ბანკების წმინდა მოგება ერთ თვეში 261 მლნ ლარით გაიზარდა. როგორც საფინანსო სექტორის კონსოლიდირებულ ანგარიშგებაშია აღნიშნული, 2024 წლის 11 თვე ბანკებმა 2.850 მლრდ ლარის წმინდა მოგებით დახურეს, იანვარ-ოქტომბერში კი მოგებამ 2.589 მლრდ ლარი შეადგინა.

როგორც ანგარიშგებიდან ირკვევა, წინა თვის ანალოგიურად, ამჯერადაც ზარალზე 17-დან 4 ბანკი გავიდა - ჯამში 17.306 მლნ ლარის. 13 კომერციული ბანკიდან კი, ყველაზე დიდი მოცულობის წმინდა მოგება ისევ ორ ბანკზე გადანაწილდა - ჯამში 2.478 მლრდ ლარის.

ბანკები, რომლებიც 2024 წლის იანვარ-ნოემბერში მოგებაზე გავიდნენ:

  • „საქართველოს ბანკი“ - 1.399 მლრდ ლარი
  • „თიბისი ბანკი“ - 1.078 მლრდ ლარი
  • „ლიბერთი ბანკი“ – 102.129 მლნ ლარი;
  • „ბაზისბანკი“ – 71.743 მლნ ლარი;
  • „კრედო ბანკი“ – 58.226 მლნ ლარი;
  • „ქართუ ბანკი“ – 42.290 მლნ ლარი;
  • „პროკრედიტ ბანკი“ – 30.191 მლნ ლარი;
  • „ტერა ბანკი“ – 29.473 მლნ ლარი;
  • „ხალიკ ბანკი“ – 18.315 მლნ ლარი;
  • „იშ ბანკი საქართველო“ – 12.747 მლნ ლარი;
  • „ვითიბი ბანკი“ – 11.264 მლნ ლარი;
  • „პაშა ბანკი საქართველო“ – 7.527 მლნ ლარი;
  • „ზირაათ ბანკი საქართველო“ – 5.448 მლნ ლარი;

რაც შეეხება ზარალიან ბანკებს, ასე გამოიყურება:

  • „სილქ ბანკი“ - 11.189 მლნ ლარი;
  • „ჰეშ ბანკი“ – 4.353 მლნ ლარი;
  • „პეისერა ბანკი საქართველო“ – 936 ათასი ლარი;
  • „პეივ ბანკ ჯორჯია“ - 828 ათასი ლარი.

ცნობისათვის, საანგარიშო პერიოდში ბაზარზე 17 კომერციული ბანკი ოპერირებდა.

ელზა წიკლაური