საქართველოში იმპორტირებული მზესუმზირისი ზეთის 87% რუსულია - რა ფასად ვყიდულობთ პროდუქტს

საქართველოში მზესუმზირის ზეთის იმპორტი გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წელს იანვარ-ნოემბერში ქვეყანაში 41 606 ტონა (44.539 მლნ აშშ დოლარი) პროდუქტი შემოვიდა, წინა წლის იგივე პერიოდში 36 966 ტონა (39.893 მლნ აშშ დოლარი).

ამასთან, წელს იმპორტირებული მზესუმზირის ზეთის 87% რუსეთზე მოდის, დანარჩენი მცირედი წილი კი ისეთ ქვეყნებზე ნაწილდება, როგორიც არის უკრაინა, აზერბაიჯანი, უნგრეთი და ა.შ.

რაც შეეხება ღირებულებას, წელს საანგარიშო პერიოდში, 1 ლიტრი რუსული ზეთის საშუალო საიმპორტო ფასი 1.03 დოლარი იყო, უკრაინულის 1.3 დოლარი, აზერბაიჯანულის ასევე, 1.3 დოლარი.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ ქვეყნების ხუთეულს, საიდანაც საქართველოში წელს (იანვარ-ნოემბერში) მზესუმზირის ზეთი შემოვიდა:

  • რუსეთი - 36 315 ტონა (37.591 მლნ აშშ დოლარი)
  • უკრაინა - 3 943 ტონა (5.073 მლნ აშშ დოლარი)
  • აზერბაიჯანი - 1 065 ტონა (1.386 მლნ აშშ დოლარი)
  • უნგრეთი - 157.6 ტონა (295.6 ათასი აშშ დოლარი)
  • თურქეთი - 88.5 ტონა (121.1 ათასი აშშ დოლარი)

შენიშვნა: ფასები დაანგარიშებულია გადასახადებისა გარეშე და გამოყვანილია საშუალო მაჩვენებელი

ნინი ქეთელაური