რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს ინფორმაციით, მოსკოვისა და კალუგის აეროპორტებში ამ დროისთვის საჰაერო რეისების მიღება და გაშვება შეწყდა. ინფორმაციას რუსული მედია "როსავიაციის" განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
საუბარია, შერემეტევოს, დომოდედოვოს, ვნუკოვოს, ჟუკოვსკის და კალუგის აეროპორტებზე, სადაც უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმას ელოდებიან.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ჯერ არ გაუკეთებია ინფორმაცია მოსკოვში, მოსკოვის რეგიონსა და კალუგის რეგიონში თვითმფრინავებზე თავდასხმის შესახებ.
Mash (მოსკოვის შერემეტოვოს აეროპორტი) აღნიშნავს, რომ ამ მომენტისთვის დომოდედოვოს, შერემეტევოსა და ვნუკოვოს აეროპორტებში 27 რეისია გადადებული.