სავარაუდოდ, პირველი რესტორანი 1100 წელს ჩინეთში გაჩნდა, მაშინ, როდესაც დაწესებულებები ქვეყნის ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის მოგზაურ ხალხს ემსახურებოდნენ. მას შემდეგ უამრავი სახის კვების ობიექტი გაჩნდა და გაქრა.
თუმცა, ზოგი საუკუნეების განმავლობაში მასპინძლობს ხალხს.
Pastéis de Belém, ლისაბონი, პორტუგალია
პორტუგალიის ცნობილი“ პასტეის დე ნატას“ წარმოება Pastéis de Belém-ში 1837 წელს დაიწყო.
ნამცხვრები მზადდებოდა და დღესაც მზადდება უძველესი რეცეპტით ახლომდებარე მონასტრის Mosteiro dos Jerónimos-დან. თუ პორტუგალიაში გეგმავთ მოგზაურობას, აუცილებლად უნდა ეწვიოთ რესტორანს. იქ წარმოუდგენელი გამოცდილება გელით.
რესტორანი და კაფე - Dubravka 1836. დუბროვნიკი, ხორვატია
თავისი ციხესიმაგრეების კედლებით ცნობილი დუბროვნიკის საკულტო ძველ ქალაქში, არის რესტორანი და კაფე, რომელიც 1836 წელს დაარსდა. აქ სტუმრებს ადრიატიკის განსაცვიფრებელი ხედები უმასპინძლებენ.
ხმელთაშუა ზღვის საკვებიც კი საოცრად მზადდება. მენიუში უამრავი ზღვის პროდუქტების კერძია, მათ შორის შემწვარი კალმარი და რვაფეხა, ასევე პიცის მენიუც; თითოეული დამზადებულია სან მარზანოს პომიდვრით და ხელმისაწვდომია კლასიკური ტოპინგების სპექტრი.
The Log Inn ჰაუბშტადტში - ინდიანა, აშშ
1825 წელს აშენებული Log Inn თავდაპირველად იყო მატარებლის გაჩერება და სავაჭრო პუნქტი. 1844 წელს სასტუმროში აბრაამ ლინკოლნი (მაშინ ილინოისის წარმომადგენელთა პალატის წევრი) გაჩერდა და რამდენიმე დღე დაყო.
სასტუმრო, რომელიც დღემდე ემსახურება დაღლილ მოგზაურებს და ადგილობრივ მოსახლეობას, გთავაზობთ ოჯახური სტილის სადილებს, ასევე à la carte მენიუს, რომელიც შეიცავს „ჩიზქეიქს“, ნაყინს და კლასიკური ამერიკული ღვეზელების არჩევანს (ანუ ვაშლი, ალუბალი. და პეკანი).
? - ბელგრადი, სერბეთი
ბელგრადის უძველეს რესტორანს საკმაოდ უჩვეულო სახელი აქვს; ეს არის უბრალოდ კითხვის ნიშანი - ?
რესტორანს ეს სახელი 1892 წლიდან აქვს. მისი მესამე სახელი 1823 წელს დაარსების შემდეგ, მას ახალმა მფლობელმა ივან პავლოვიჩმა მიანიჭა.
დღეს სტუმრებს შეუძლიათ მიირთვან კერძები ტრადიციული სერბული მენიუდან.
The Golden Lamb - ოჰაიო, აშშ
ყველაზე ხანგრძლივმა, მუდმივად მოქმედმა ბიზნესმა ოჰაიოში, Golden Lamb-მა ფუნქციონირება 1803 წელს დაიწყო, როგორც საზოგადოებრივმა ცენტრმა.
ახლა ის არის რესტორანი და ბუტიკ-სასტუმრო. მასპინძლობს უამრავ ღირსშესანიშნავ ფიგურას, აშშ-ს პრეზიდენტებიდან დაწყებული ასტრონავტ ნილ არმსტრონგით დასრულებული.
რესტორანს აქვს მენიუ, რომელიც აერთიანებს როგორც ადგილობრივ, ისე გლობალურ კერძებს.
old commercial room - ჰამბურგი, გერმანია
“ძველი კომერციული ოთახი“ დააარსა ინგლისელმა გემთმფლობელმა 1795 წელს.
ჰამბურგის რესტორანი შეგიძლიათ იპოვოთ ქალაქის ცენტრში. მისი ინტერიერი თბილი მაჰოგანითა და თითბერით არის მორთული. მენიუში თვალსაჩინოა ზღვის პროდუქტები.
Talbott Tavern Restaurant & Inn - კენტუკი, აშშ
Ribeye სტეიკები, შემწვარი ლოქო, გაშავებული კრევეტები და გრილები არის ისეთი კერძები, რომელსაც Talbott Tavern-ში ნახავთ.
რესტორანი და სასტუმრო 1779 წლიდან მუშაობს. მენიუ ძირითადად ხორცის საკვებისგან შედგება.
Antico Caffè Greco - რომი, იტალია
Antico Caffè Greco (რომელიც ინგლისურად ითარგმნება როგორც „ძველი ბერძნული კაფე“) ცნობილია იმ ისტორიით, რომ იქ ჰანს კრისტიან ანდერსენი ძალიან დიდ დროს ატარებდა.
კაფე დაარსდა 1760 წელს. კაფეში დაგხვდებათ მრავალრიცხოვანი ოთახები და ანტიკვარიატი.
Restaurante Botín - მადრიდი, ესპანეთი
მიუხედავად იმისა, რომ სხვა რესტორნები (ან მათი შენობები) შეიძლება უფრო ძველი იყოს, მადრიდის Restaurante Botín-მა დაადასტურა ფაქტი, რომ კაფე 1725 წელს დაარსდა. სწორედ ამის გამო ის გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნის მიხედვით, მსოფლიოში უძველეს მუდმივად მოქმედ რესტორნად იქცა.
რესტორანი დღემდე ატარებს მისი დამფუძნებლის, ფრანგი მზარეულის ჟან ბოტინის სახელს და მას ბოლო სამი თაობა გონზალესების ოჯახი მართავს.
Honke Owariya - კიოტო, იაპონია
Honke Owariya-მ ფუნქციონირება 1465 წელს დაიწყო როგორც ნამცხვრების მაღაზიამ - მაგრამ მე-18 საუკუნეში გააფართოვა მენიუ და დაამატა ნუდლსის კერძების ასორტიმენტი.
რესტორანი, რომელიც ჯერ კიდევ იმავე ოჯახის საკუთრებაა, აგრძელებს ტკბილეულის და კერძების გაყიდვას. მისი პროდუქცია ყოველდღიურად მზადდება ხელით.
წყარო: msn.com