ჩინეთი ტიბეტში მსოფლიოში ყველაზე დიდ ჰიდროელექტროსადგურს ააშენებს. BBC-ის ინფორმაციით, კაშხალი, რომელიც განთავსდება მდინარე Yarlung Tsangpo-ს ქვედა ნაწილში, ყოველწლიურად გამოიმუშავებს დაახლოებით 300 მლრდ კვტ/სთ-ს, ანუ სამჯერ მეტ ენერგიას, ვიდრე ამჟამად მსოფლიოში ყველაზე დიდი ჰიდროელექტროსადგური გამოიმუშავებს. ამ დროისთვის მსოფლიოში ყველაზე დიდი ჰიდროელექტროსადგურია „სამი ხეობა“, რომელიც ჩინეთში მდებარეობს და ის წლიურად 112 მლრდ კვტ/სთ-ს გამოიმუშავებს.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ამ პროექტის მშენებლობამ შეშფოთება გამოიწვია ტიბეტში თემების გადაადგილებასა, ინდოეთსა და ბანგლადეშში გარემოზე ზემოქმედების გამო. ვარაუდობენ, რომ მან შესაძლოა, მნიშვნელოვნად შეცვალოს ბუნებრივი ლანდშაფტი და დააზიანოს ადგილობრივი ეკოსისტემები, რაც ტიბეტში ყველაზე მრავალფეროვანია.
თუმცა, ჩინეთის მედია ამ პროექტს აღწერს, როგორც უსაფრთხოს, რომელიც პრიორიტეტს ანიჭებს ეკოლოგიურობას და ხელს უწყობს ადგილობრივ კეთილდღეობას.
მდინარის ვერტიკალური ვარდნა 2000 მეტრით 50 კილომეტრზე ხელს უწყობს უზარმაზარ ჰიდროენერგეტიკულ პოტენციალს და წარმოქმნის უნიკალურ საინჟინრო გამოწვევებს. - ამის შესახებ phayul საუბრობს.
სავარაუდოდ, პეკინი დახარჯავს 1 ტრილიონ იუანს (137 მლრდ აშშ დოლარი) კაშხლის მშენებლობაზე, რაც მას ყველაზე დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტად აქცევს მსოფლიოში.