ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა - როგორი იყო კვირის დინამიკა

მიმდინარე კვირაში ეროვნული ვალუტა დოლართანაც და ევროსთან მიმართებითაც გამყარდა.

23 დეკემბერს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8128 ლარი გახდა. კურსი, რომელიც იქამდე მოქმედებდა, 2.8082 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0046 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9236 ლარი გახდა. მაშინ, როცა მანამდე მოქმედი კურსი 2.9174 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0062ლარი შეადგინა.

24 დეკემბერს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8119 ლარი გახდა. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0009 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9221 ლარი გახდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0015 ლარი შეადგინა.

25 დეკემბერს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8130 ლარი გახდა. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0011 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9241 ლარი გახდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0020 ლარი შეადგინა.

26 დეკემბერს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8021 ლარი გახდა. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0109 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9142 ლარი გახდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0099 ლარი შეადგინა.

27 დეკემბერს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7943 ლარი გახდა. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0078 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9108 ლარი გახდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0034 ლარი შეადგინა.

საბოლოო ჯამში, მიმდინარე კვირაში ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით 0.0139 ლარით და ევროსთან მიმართებით 0.0066 ლარით გამყარდა.