ევროკავშირის ქვეყნებში ძალაში შევიდა რეგულაცია, რომლის მიხედვითაც ყველა სახის რეალიზებულ სმარტფონსა თუ პორტატიულ მოწყობილობას ერთი სახის USB-დამტენი უნდა ჰქონდეს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
აღნიშნული მოთხოვნა მხოლოდ ლეპტოპებზე არ ვრცელდება, თუმცა მათთვის ის 2026 წლის 28 აპრილიდან შევა ძალაში.
გარდა ამისა, დირექტივის მიხედვით, სხვადასხვა ბრენდის გაჯეტების დამუხტვაც ერთნაირი usb-მოწყობილობით უნდა იყოს შესაძლებელი.
ინიციატივა ევროკომისიამ ჯერ კიდევ 2021 წელს წარადგინა, თუმცა მაშინ ამერიკული კორპორაცია Apple-ს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ამ გზით შენელდება უსაფრთხოებისა და ენერგოეფექტურობის სტანდარტების განვითარება, მოგვიანებით კი, კომპანიამ iPhone-ის ახალ მოდელებში Type-C ქონექტორები წარადგინა.
იქიდან გამომდინარე, რომ კომპანიების უმეტესობა, მათ შორის გაჯეტების მწარმოებლები, Android ოპერაციული სისტემით, იმ დროს უკვე იყენებდნენ USB-C სტანდარტს, ინიციატივამ უდიდესი გავლენა მხოლოდ Apple-ზე მოახდინა.