როგორი იყო საქართველოს ეკონომიკა 2024 წელს - ISET-ის შეფასება

ბუნდოვანი ხაზები ეკონომიკას, დემოკრატიასა და მმართველობას შორის - ასე აფასებს ISET-ი საქართველოს ეკონომიკას 2024 წლის მიწურულს.

კვლევის თანახმად, საქართველოს რეალური მშპ აჭარბებს მის პოტენციურ დონეს, რაც ძირითადად გამოწვეულია რუსეთ-უკრაინის ომის გავლენით, ხოლო რაც შეეხება სფეროებს, ზრდა ძირითადად გამოწვეულია ტურიზმისა და IT სფეროთი.

სავალუტო რეზერვები კრიტიკულ დონეზე - ISET-ის შეფასებით, რეზერვები კრიტიკულ მდგომარეობაშია, რაც შეეხება ინფლაციას, ის მიზნის ქვემოთაა.

კვლევა ეხება პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებსაც, რომელიც პუბლიკაციის მიხედვით 2020 წელს 58%-ს შეადგენდა, რაც ერთგვარ პიკს წარმოადგენდა, 2024 წელს კი მხოლოდ 22%-ს შეადგენს.

ISET-ი 2025 წლის რისკებზე წერს, რომლებიც დაკავშირებულია არსებულ ვითარებასთან და ესენია:

  • დემოკრატიის უკუსვლა და ევროკავშირის შეჩერებული დღის წესრიგი;
  • მაკროეკონომიკური ზემოქმედება;
  • არახელსაყრელი საინვესტიციო კლიმატი და ა.შ.
ეკა დარჩიაშვილი