ევროპაში რუსული მედიის ტელეგრამ-არხები დაიბლოკა

ევროპაში ძირითადი რუსული მედია საშუალებების ტელეგრამ-არხები მიუწვდომელია - ამის შესახებ რუსული მედია წერს.

ამ დროისთვის დაიბლოკა „რია ნოვოსტის“ და „იზვესტიას“ ტელეგრამ-არხები. ის მიუწვდომელია პოლონეთში, ბელგიაში, შვეიცარიაში, საბერძნეთში, ჩეხეთსა და იტალიაში. აღნიშნული არხებით ინფორმაციის მიღება შესაძლებელია მხოლოდ რუსული SIM ბარათით, ევროპული მობილური ოპერატორები კონტენტზე წვდომას არ უზრუნველყოფენ - წერს რუსული მედია.