აშშ-ს არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აშშ-ის უზენაეს სასამართლოს მოუწოდა, გადადოს TikTok-ის აკრძალვა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, ტრამპის ადვოკატმა პარასკევს სასამართლოს წარუდგინა დოკუმენტები, რომელშიც ნათქვამია, რომ ტრამპი „ეწინააღმდეგება TikTok-ის აკრძალვას“ და „ეძიებს შესაძლებლობას გადაჭრას არსებული საკითხი პოლიტიკური გზით, მას შემდეგ რაც ის თანამდებობას დაიკავებს“.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მაისში ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომლის თანახმადაც, 2025 წლის 19 იანვრამდე TikTok-ი ჩინურმა კომპანია ByteDance-მა უნდა გაყიდოს, წინააღმდეგ შემთხვევაში პლატფორმა აშშ-ში აიკრძალება. აშშ ByteDance-ს ჩინეთის მთავრობასთან კავშირში სდებს ბრალს, რასაც ფირმა უარყოფს.
მოგვიანებით, TikTok-მა აშშ-ის ფედერალურმა სააპელაციო სასამართლოს კანონის გაუქმების შესახებ მიმართა, თუმცა სარჩელი არ დაკმაყოფილდა. TikTok აცხადებდა, რომ კანონი არაკონსტიტუციურია, თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილებით, კანონი „აშშ-ის კონსტიტუციის პირველ შესწორებას არ ეწინააღმდეგება“.
ცნობისთვის, საქმის განხილვა 2025 წლის 10 იანვარს არის დაგეგმილი.