პრეზიდენტი: პარლამენტში არიან გაყიდულნი და სანქცირებულები - ჩვენ ვართ თავისუფალნი, ჩვენთან არის სიმართლე და გავიმარჯვებთ

„იქ [პარლამენტში] არიან ჩაკეტილები, გაყიდულნი, არალეგიტიმურნი, სანქცირებულები და დაბოღმილები. ჩვენ ვართ ღია, თავისუფალნი, ლაღი, მშვიდნი და ჩვენთან არის სიმართლე, ქვეყნის სიყვარული და ერთმანეთის სიყვარული და ამიტომ არის, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ“, - ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლის წინ შეკრებილ მოქალაქეებს.

„რა დგას ჩვენს წინაშე? ქვეყანა შეიყვანეს ტოტალურ კრიზისში. დაიწყო ეს არჩევნების ტოტალური გაყალბებით, რამაც გამოიწვია ის შედეგები, რაც გვაქვს სახეზე. ის რომ არალეგიტიმურმა პრემიერმა, პარლამენტმა, არაკონსტიტუციურმა პარლამენტმა და მის მიერ არჩეულმა დე ფაქტო პრემიერმა, მიიღო ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ქართულ ისტორიაში არავის მიუღია, რომ მანდატის გარეშე, ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ გადაწყვიტა რომ ეს ქვეყანა დაებრუნებინა იმ ქვეყნის ორბიტაზე, რომელსაც გავექეცით, რომლისგანაც გავთავისუფლდით და რომლის მიმართ ბრძოლაც ისტორიის ნაწილი იყო“, - მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მოქალაქეებს.

მერი ტაბატაძე