„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებებს მოჰყვა რღვევა, ეს რღვევა ეხება იმ ბიზნესსაც, რომელიც აქამდე ხელისუფლების მიმართ ლოიალური იყო, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლის წინ შეკრებილ მოქალაქეებთან სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
როგორც პრეზიდენტი აღნიშნავს, ეს ბიზნესიც გრძნობს, რომ მათი მომავალი ხელისუფლების გვერდით ვერ იქნება.
„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებებს მოჰყვა რღვევა და დაშლა თვით ამ მმართველ პარტიაში, რასაც ვხედავთ და ვგრძნობთ, რომ შიგნით მთავრობაში და ძალოვნებში შეიქმნა უნდობლობა და ეს მოვისმინეთ გუშინ, თუ რა ხდება შიგნით.
ეს რღვევა ყველაფერს ეხება, ის რაც გამოჩნდა ასევე არის ის, რომ დღეს ბიზნესიც გრძნობს, რომ ეს ქვეყანა ისეთი მიმართულებით მიდის, რომ, თუნდაც, ის ნაწილი ბიზნესის, რომელიც აქამდე იყო ლოიალური ხელისუფლების, რაც ყოველთვის ხდება ასეთ ქვეყანაში, დღეს გრძნობს, რომ მისი მომავალიც ვერ იქნება ამ მმართველი პარტიის გვერდით. არავინ არ დარჩა, რამდენი არიამ 100-150? ჩვენ არ გვჭირდება დათვლა, იმიტომ რომ ვართ ბევრნი“, - მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მოქალაქეებს.