4 ათასიდან 16 ათას დოლარამდე - რომელია 5 ყველაზე ძვირადღირებული ვინტაჟური საშობაო სოფელი

სხვადასხვა ქვეყნებში არის ტრადიცია, რომ შობა-ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, სახლებს მინიატურული საშობაო სოფლებით რთავენ, სადაც სადღესასწაულო სცენებია ასახული.

ეს პაწაწინა ქალაქები, თავისი მბზინავი ფანჯრებით, დათოვლილი სახურავებითა და ფიგურებით, ნოსტალგიურ ხიბლს ანიჭებს შობა-ახალ წელს.

ზოგიერთი ასეთი ნამუშევარი კი საკმაოდ ძვირადაც ფასობს.

წარმოგიდგენთ 5 ყველაზე ძვირადღირებულ საშობაო სოფელს:

222-1735470889.jpg

დიკენსის სოფლის კოლექცია

ფასი: 16 000 დოლარი

დიკენსის საშობაო სოფელი ეფექტურად წარმოაჩენს მოკირწყლულ ქუჩებს და ზამთრის პეიზაჟებს მწერლის საკულტო ნაწარმოებიდან - A Christmas Carol.

სოფელი, რომელიც შექმნილია 1984 წელს, მოიცავს 264 სახლს და აქსესუარებს, რაც მკვეთრად ზრდის მის ფასს.

333-1735470925.jpg

ჰარი პოტერის სოფელი

ფასი: 8 550 დოლარი

როდესაც ჰარი პოტერის პირველი ფილმი გამოვიდა, ის არ იყო გამიზნული, როგორც საშობაო ფილმი. თუმცა, საშობაო სეზონის სცენებმა აუდიტორიას ისეთი თბილი, ბუნდოვანი ნოსტალგიის გრძნობა გაუღვიძა, რომ ფილმის მიხედვით მინიატურული საშობაო სოფელიც შეიქმნა.

ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული სრულფასოვანი სოფელი.

44-1735470951.jpg

შობა ქალაქში

ფასი: 7 000 დოლარი

გამოფენაზე წარმოდგენილია შენობების ოთხი მინიატურული მოდელი: მაღაზია გუმბათით და წითელი ჩარდახებით, აგურის ეკლესია ოქროს ჯვრით, თეატრი წითელი კარვით და მაღალი, ვიწრო ქალაქის სახლი მრავალფეროვანი სახურავით.

38 შენობით და 40-ზე მეტი აქსესუარით, ეს არის ტიპიური საშობაო სოფელი. ყველასთვის საყვარელი დეტალია პატარა მოციგურავეებით სავსე ყინულის მოედანი.

555-1735470988.jpg

ჩრდილოეთ პოლუსის სოფელი

ფასი: 4 650 დოლარი

ჩრდილოეთ პოლუსის სოფელი ასახავს სანტას სამეფოს ატმოსფეროს 31 განსხვავებული შენობითა და 24 აქსესუარით.

აქ ყველაფერია სანტას სახელოსნოს კერამიკული მოდელი North Pole Village-დან დაწყებული, თოვლით დაფარული სახურავებით, წითელ-ყავისფერი აგურის დიზაინით და დეტალური ფანჯრებით დამთავრებული.

77-1735471018.jpg

სიმფსონების საშობაო სოფელი

ფასი: 4 000 დოლარი

სპრინგფილდის ატომური ელექტროსადგურის დეკორატიული მოდელი გამაგრილებელი კოშკებით, თოვლითა და გვირგვინებით მორთული შენობებით.

სიმფსონების საშობაო მინიატურული სოფელი ნამდვილი ხელოვნების ნიმუშია.

სოფელი გამოგონილ ქალაქ სპრინგფილდს წარმოადგენს.

წყარო: wealthgang.com

თეონა რამაზაშვილი