2024 წლის ნოემბერში პროკურატურამ სამოხელეო დანაშაულის ჯამში, 12 ფაქტზე დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა. ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებიდან ირკვევა.
ამასთან, „საქსტატის“ ცნობით, ყველაზე მეტი - 8 შემთხვევა, რაზეც დევნა დაიწყო სამსახურებრივ სიყალბეს შეეხებოდა, ასევე გასულ თვეში დევნა დაიწყო სახელმწიფო სტრუქტურებში ქრთამის აღების 2 შემთხვევაში.
გარდა ამისა, პროკურატურამ მიმდინარე წლის მხოლოდ ნოემბერში სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო სამსახურებრივი გულგრილობისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების 1-1 ფაქტზე.