თბილისის უბნები, სადაც ბინები ყველაზე ძვირი და იაფი ღირს

2024 წლის ნოემბერში ფასები პირველად ბაზარზე თვიურად მცირედით, 0.4%-ით გაიზარდა. ამის შესახებ „გალთ&თაგარტის“ განახლებაშია საუბარი.

მიმოხილვის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ ფასები მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდება, ზრდის ტემპი 2024 წელს დასტაბილურებულია.

რაც შეეხება 2024 წლის დასაწყისიდან ფასების ცვლილების მაჩვენებელს, კვლევის მიხედვით, ასე გამოიყურება:

  • ფასი პირველად ბაზარზე გაიზარდა 5.3%-ით;
  • მეორადი ბაზრის ახალი პროექტების ფასი 7.9%-ით გაიზარდა;
  • მეორადი ბაზრის ძველი პროექტების ფასი 1.6%-ით გაიზარდა.

ამასთან, მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ ზოგიერთ რაიონში ფასების ვარიაცია მაღალია, მიუხედავად იმისა, რომ სამშენებლო პროექტები ერთმანეთთან ახლოსაა.

როგორც „გალტ&თაგარტი“ განმარტავს, ამის მიზეზი პროექტის განსხვავებული კეთილმოწყობაა, ბინის ჩაბარების კონდიცია და დეველოპერის რეპუტაციაა.

ნოემბრის განახლების მიხედვით, ბინის ფასები, გასულ თვის მდგომარეობით ყველაზე მაღალი იყო მთაწმინდაზე, სადაც 1 კვ.მ-ის საშუალო ღირებულება 2 675 აშშ დოლარს შეადგენდა, ხოლო ყველაზე ნაკლები ვაშლიჯვარში, 1 კვ.მ 991 აშშ დოლარი.

უფრო კონკრეტულად, ნოემბერში თბილისში უბნების მიხედვით, ბინების ფასი, ერთ კვადრატულ მეტრზე, ასე გამოიყურება:

  • მთაწმინდა - 2 675 დოლარი;
  • ვაკე - 2 378 დოლარი;
  • ჩუღურეთი - 1 837 დოლარი;
  • საბურთალო - 1 534 დოლარი;
  • კრწანისი - 1 533 დოლარი;
  • დიდუბე - 1 379 დოლარი;
  • ისანი - 1 203 დოლარი;
  • ნაძალადევი - 1 157 დოლარი;
  • სამგორი - 1 059 დოლარი;
  • გლდანი - 1 029 დოლარი;
  • დიდი დიღომი - 1 028 დოლარი;
  • ვაშლიჯვარი - 991 დოლარი.

„რაც შეეხება ქირის ფასებს, თბილისში ქირის ფასები 2024 წელს მეტწილად სტაბილურია და კვადრატულ მეტრზე 10 აშშ დოლარის ფარგლებში ნარჩუნდება, 2023 წელს დაფიქსირებული პიკური ქირის (11.8 აშშ დოლარი) შემდეგ. ეს ტენდენცია ნოემბერშიც შენარჩუნდა და თბილისში საშუალო ზომის ბინის ქირის ფასმა კვადრატულზე 9.9 აშშ დოლარი შეადგინა,“ - აღნიშნულია „გალთ ენდ თაგარტის“ მიმოხილვაში.

ნინი ქეთელაური