მსოფლიოში მფრინავი ტაქსის პირველი სერვისი 2025 წლის ბოლოს ამოქმედდება

არაბეთის გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში 2025 წლის ბოლომდე მფრინავი ტაქსის სერვისის ჩაეშვება. შეთანხმება აბუ-დაბისა და კალიფორნიულ კომპანია eVTOL Archer Aviation-ს შორის გაფორმდა. ამის შესახებ Archer-ის წარმომადგენელმა The Independent-თან ინტერვიუში განაცხადა.

შეთანხმების თანახმად, eVTOL თვითმფრინავ Archer's Midnight-ებს აბუ-დაბიში დაამზადებს. ერთი Archer's Midnight საამიროების დედაქალაქის ირგვლივ მდებარე სხვადასხვა საკვანძო პორტს შორის ოთხი მგზავრის გადაყვანას შეძლებს, რაც მგზავრობის დროს 80%-ით ამცირებს.

კომპანიაში აცხადებენ, რომ Archer-ის მიზანია, ქალაქში ავტომობილით 60-90-წუთიანი მგზავრობა 10-20-წუთიანი ფრენით ჩაანაცვლოს, რომელიც, სახმელეთო ტრანსპორტთან შედარებით, უსაფრთხო, ეკოლოგიურად სუფთა, წყნარი და ფასითაც კონკურენტუნარიანია.

Archer's Midnight EVTOL მგზავრებს 240 კმ/სთ-მდე სიჩქარით ქალაქის რელიეფის გამოყენებით გადაიყვანს და მანძილის უმეტეს ნაწილს წყლის თავზე დაფარავს.

ცნობისთვის, eVTOL ვერტიკალურად ასაფრენ-დასაფრენი ელექტროთვითმფრინავია, რომელიც ქალაქში მოგზაურობისთვის არის განკუთვნილი. მფრინავი ტაქსის კონცეფცია პირველად 2016 წლის Elevate-ის კონფერენციაზე კომპანია Uber-მა გაახმიანა. მას შემდეგ 300-ზე მეტი eVTOL-სტარტაპი გაჩნდა, რომლებმაც, თითქმის, 10 მლრდ დოლარის დაფინანსება მიიზიდეს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ