2024 წელი დაკვირვების ისტორიაში ყველაზე ცხელი წელია - Copernicus

2024 წელი მეტეოროლოგიური დაკვირვების ისტორიაში ყველაზე ცხელი აღმოჩნდა. ამასთან, ეს არის პირველი წელი, როცა საშუალო ტემპერატურა 200 წლის წინანდელ პრეინდუსტრიულ დონეს 1,5 გრადუს ცელსიუსით აღემატება. ამის შესახებ ევროკავშირის კლიმატის მონიტორინგის სამსახურის Copernicus-ის მონაცემებში წერია.

კერძოდ, ნოემბერში დედამიწაზე საშუალო ტემპერატურამ 14,10 გრადუსი ცელსიუსი შეადგინა, რაც 1991-2020 წლების საშუალო მაჩვენებელზე 0,73 გრადუსით მეტია.

ნოემბერი პრეინდუსტრიულ მაჩვენებელზე 1,62 გრადუსით თბილი იყო, ხოლო ბოლო 17-დან ეს უკვე მე-16 თვეა, როცა ტემპერატურა 1,5 გრადუსს აჭარბებს.

ცნობისთვის, პრეინდუსტრიულ დონეს კლიმატოლოგები გლობალური დათბობის მნიშვნელოვან ზღურბლად მიიჩნევენ.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ