გერმანიამ საქართველოში საპროტესტო აქციის მონაწილეების მიმართ ძალადობაზე პასუხისმგებელ 9 პირს სავიზო შეზღუდვა დაუწესა.
აღნიშნულის შესახებ ვკითხულობთ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
„დღეს გერმანიამ ქვეყანაში შესვლის აკრძალვა დაუწესა 9 პირს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საქართველოში მომიტინგეებისა და ოპოზიციის წევრების მიმართ ძალადობაზე. მშვიდობიანი პროტესტის უფლება ადამიანის ერთ-ერთი უნივერსალური უფლებაა - მისი დაცვა ჩვენი პასუხისმგებლობაა”, - წერს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო.