საქართველოში 2025 წელს 17 ჰესის ამოქმედება იგეგმება, - ამის შესახებ აღნიშნულია „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიან გეგმაში.
დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ჯამში ახალი ჰესების დადგმული სიმძლავრე 76.5 მგვტ-მდე იქნება, ხოლო წლიური გამომუშავება 400.3 მლნ.კვტ.სთ იქნება.
ცნობისთვის, სახელმწიფო ელექტროსისტემის მონაცემებით, 2023 წლის ბოლოსთვის საქართველოში 126 ჯამში სადგური ფუნქციონირებდა (მათ შორის თბო, ქარის და ჰიდრო).