საქართველოში ანტიკვარული ნივთების იმპორტი რეკორდულ მაჩვენებელზეა - სად ვყიდულობთ

საქართველოში ანტიკვარული ნივთების იმპორტი რეკორდულ მაჩვენებელზეა. საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-ნოემბერში 100 წელზე მეტი ხნის ანტიკვარიატის იმპორტმა 1.640 მლნ დოლარი შეადგინა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი მხოლოდ 10.8 ათასი დოლარის ძველი ნივთები ვიყიდეთ, უფრო ადრე, 2022 წელს კი მხოლოდ 6.48 ათასი დოლარის.

აღსანიშნავია, რომ 100 წელზე მეტი ხნის ნივთების იმპორტის მაჩვენებელი აქამდე ყველაზე დიდი 2012 წელს იყო, მაშინ ქვეყანაში 482.8 ათასი დოლარის ღირებულების ანტიკვარიატი შემოვიდა. შემდგომ წლებში კი მუდმივად მცირდებოდა.

რაც შეეხება იმპორტიორ ქვეყნებს, 2024 წელს ანტიკვარიატი ძირითადად გაერთიანებული სამეფოდან შემოვიდა - 1.638 მლნ დოლარის ღირებულების, შემდეგია ირანი - 1.09 ათასი დოლარის და მხოლოდ 100 დოლარის ღირებულების 100 წელზე მეტი ხნის ანტიკვარიატი იყიდა საქართველომ აშშ-ში.