შემოსულია 494 536 ლარი, გაცემულია 258 611 ლარი - „ფროსფერითი ჯორჯიას“ უახლესი მონაცემები

საპროტესტო აქციებში მონაწილე მოქალაქეების დასახმარებლად შექმნილმა ფონდმა „ფროსფერითი ჯორჯიამ“ შემოწირულებებისა და მოსახლეობის დახმარების შესახებ მორიგი ინფორმაცია გამოაქვეყნა.

6-31 დეკემბრის მონაცემებით, ფონდში შესული თანხები შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • თანხა ჩარიცხა 332 - მა იურიდიულმა და კერძო პირმა;
  • სულ შემოსულია 494 536 ლარი;
  • გაცემულია 258 611 ლარი;
  • დახმარება გაეწია 101 მოქალაქეს;
  • გადახდილი გადასახადები - 54 464 ლარი;

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ფონდის შექმნა ყოფილი პრემიერი-მინისტრის, კომპანია Reformatics-ის დამფუძნებელი პარტნიორი ნიკა გილაურის ინიციატივით ბიზნესთან ერთად შეიქმნა. მისი მიზანია საპროტესტო აქციებზე დაზარალებული მოქალაქეების დახმარება.

ეკა დარჩიაშვილი