საქართველოდან ექსპორტირებული ქართული შამპანურის 45% რუსეთის ბაზარზე ხვდება. საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან 3.054 მლნ დოლარის ღირებულების ცქრიალა ღვინო გავიდა, აქედან 1.369 მლნ დოლარის რუსეთში.
გარდა რუსეთისა, გასული წლის 11 თვეში ქართული ცქრიალა ღვინო გავიდა:
აღსანიშნავია, რომ 2024 წლის იანვარ-ნოემბერში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ქართული ცქრიალა ღვინის ექსპორტი შემცირებულია. 2023 წლის 11 თვეში 4.344 მლნ დოლარის ღირებულების შამპანური გავიდა.
რაც შეეხება იმპორტს, მართალია მცირედით, თუმცა გაზრდილია. 2024 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველომ 2.913 მლნ დოლარის ცქრიალა ღვინო იყიდა, 2023-ში კი 2.256 მლნ დოლარის.
2024 წელს მთავარი იმპორტიორი ქვეყნების ჩამონათვალი კი ასეთი იყო:
ამასთან, შარშან მცირე რაოდენობით ცქრიალა ღვინო შემოვიდა ესპანეთიდან, გერმანიიდან, ნიდერლანდებიდან, ლატვიიდან და ა.შ.