როგორც აღმოჩნდა, 2024 წელს აუქციონზე გაყიდული ყველაზე ძვირადღირებული ათივე ლოტი მამაკაცის შესრულებულია.
Artnet-მა 2024 წლის საუკეთესო ათეული წარადგინა, სადაც გენიოსი ავტორებიც კი მოხვდნენ.
ძვირად ფასობდა უმაღლესი კლასის იმპრესიონისტებისა და სიურეალისტების ნამუშევრები. შვიდი ნამუშევარი ნიუ-იორკის აუქციონზე გაიყიდა, დანარჩენი ლოტები კი ჰონკონგში, ლონდონში და ვენაში გადანაწილდნენ.
წარმოგიდგენთ მათ:
რენე მაგრიტი, "ლუმიერის იმპერია" (1954)
რენე მაგრიტის ნახატი, რომელიც ასახავს ნათელ ცას და ბნელი ქუჩის სცენას, ნიუ-იორკში Christie's აუქციონზე 2024 წლის 19 ნოემბერს გაიყიდა. მისი სავარაუდო ღირებულება 95 მილიონი დოლარი იყო, თუმცა გასაყიდმა ფასმა ბევრად გადააჭარბა და 121.2 მილიონი დოლარი შეადგინა.
ეს იყო ერთადერთი ნახატი, რომელმაც 2024 წელს აუქციონზე 100 მილიონი დოლარის ზღვარი გადალახა.
ედ რუშა, "სტანდარტული სადგური" (1964)
ედ რუშას "სტანდარტული სადგური“ Christie's-ის აუქციონზე ნიუ-იორკი, 2024 წლის 19 ნოემბერს გაიტანეს.
მისი სავარაუდო ღირებულება 50 მილიონი დოლარი იყო, თუმცა 68.3 მილიონ დოლარად გაიყიდა.
რუშას ნამუშევრებმა "განსაზღვრა თანამედროვე ამერიკული ლანდშაფტი და წვლილი შეიტანა 1960-იანი წლების თამამ ვიზუალურ ენაში".
კლოდ მონე, “ნიმფეუმი“ (1914–1917)
Sotheby's-ის აუქციონზე კლოდ მონეს ლურჯ-მწვანე წყლის შროშანები ნიუ-იორკი, 2024 წლის 18 ნოემბერს გაიყიდა. სავარაუდო ღირებულება 60 მილიონი დოლარი იყო, თუმცა ოდნავ მეტად - 65.5 მილიონ დოლარად გაიყიდა.
მონეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტილო სილამაზის ინდუსტრიის მაგნატის სიდელ მილერის კოლექციის ნაწილი იყო.
ჟან-მიშელ ბასკია, უსახელო (ELMAR) (1982)
ჟან-მიშელ ბასკიას “უსახელო“ 46.4 მილიონ დოლარად გაიყიდა. ის ფილიპსის აუქციონზე, ნიუ-იორკი, 2024 წლის 14 მაისს გაიტანეს.
თითქმის რვა ფუტის სიგანის ნიმუში იყო ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ნამუშევარი ნიუ-იორკის მაისის მთავარ აუქციონებზე.
მისი შექმნის წელი - 1982, მიჩნეულია ბასკიას კარიერის მაღალ წერტილად.
რენე მაგრიტი, L'Ami Intime (1958)
რენე მაგრიტის ნახატი, რომელიც ზურგით შებრუნებულ კაცს ასახავს, ლონდონში, Christie's აუქციონზე 42.7 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა.
ტილო 2024 წლის 7 მარტს გაიტანეს.
ნამუშევარი 1980 წლიდან არ გამოსულა ბაზარზე, რამაც გაზარდა მასზე მოთხოვნა.
გუსტავ კლიმტი, ფრეულეინ ლიზერის პორტრეტი (1917)
კლიმტის “ფრეულეინ ლიზერის პორტრეტი“ 2024 წლის 24 აპრილს, ვენაში, Im Kinsky-ში 32 მილიონ დოლარად გაიყიდა.
პორტრეტი აუქციონზე ჰონგ კონგელ მყიდველზე ჰონგ კონგური საკონსულტაციო ფირმის Patti Wong and Associates-ის მეშვეობით გავიდა. (ვონგი არის Sotheby's Asia-ის ყოფილი თავმჯდომარე.)
ეს ფასი ყველაზე მაღალია, რაც კი ოდესმე დაფიქსირებულა ავსტრიულ აუქციონზე.
ენდი უორჰოლი, ყვავილები (1964)
ენდი უორჰოლის ყვავილები 2024 წლის 16 მაისს, ნიუ-იორკში, Christie's-ის აუქციონზე 355 მილიონ დოლარად გაიყიდა. უორჰოლის “ყვავილები“ მის საკულტო ნამუშევრებს შორისაა და ძალიან მომგებიანია.
კლოდ მონე, "Mole at Giverny" (1893)
კლოდ მონეს ეს ტილო 2024 წლის 16 მაისს, ნიუ-იორკში, Sothebys-ის აუქციონზე 34.8 მილიონ დოლარად გაიყიდა.
საფრანგეთში, ჟივერნიშის მინდვრებში არსებული თივის გორები, მონეს შთაგონების წყარო იყო.
ვინსენტ ვან გოგი, Coin de Jardin avec Papillons (1887)
ვინსენტ ვან გოგის ცნობილი ნამუშევარი 2024 წლის 16 მაისს ნიუ-იორკში, Christie's უქციონზე 33 მილიონ დოლარად გაიყიდა.
ვან გოგის ტილო კრისტის როკფელერის ცენტრში იყო გამოფენილი.
მარკ როტკო, “ყვითელი და ლურჯი“, 1954 წ
მარკ როტკოს “ყვითელი და ლურჯი“ ჰონგ კონგში, Sotheby's Maison-ში იყო გამოფენილი. 2024 წლის 11 ნოემბერს ის 32.5 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა.
წყარო: news.artnet.com