2025 წელს საქართველოში 15 სასტუმროს მშენებლობაა დაგეგმილი - ჩამონათვალი

2024 წლის განმავლობაში საქართველოში მხოლოდ 3 სასტუმრო აშენდა, თუმცა, 2025 წლისთვის გაცილებით მეტი განთავსების ობიექტის მშენებლობა იგეგმება. ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკურ მონაცემებშია აღნიშნული. დომენტის მიხედვით, 2024 წელს აშენდა Hilton Double Tree აბასთუმანში, Greet by Accor თბილისში, ხოლო Hotel "Bodbe" Sighnaghi კახეთში. რაც შეეხება 2025 წლის პერიოდს, ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ჯამში 15 სასტუმროს მშენებლობაა დაგეგმილი.

უფრო კონკრეტულად:

  • Babylon Tower - ბათუმი
  • Hilton Tbilisi - თბილისი
  • Paragraph Golf & Spa Resort Tabori Hill - თბილისი
  • Best Western Plus Likani Resort - ბორჯომი
  • Paragraph Resort Ganmukhuri - განმუხური
  • Wellness Resort and Spa Mtsvane Kontskhi - ბათუმი
  • Ibis Hotel Tskaltubo - წყალტუბო
  • Radisson Racha - ონი (უწერა)
  • Ambassador Batumi - ბათუმი
  • Hotel on King Erekle II's Square (Small) - თბილისი
  • Telegraph a Radisson Collection Hotel - თბილისი
  • Rooms Abastumani - აბასთუმანი
  • alkhino Best Western Resort - მარტვილი
  • DoubleTree by Hilton - გურჯაანი
  • Sioni Lake Resort & SPA, Le Meridien by Marriott - სიონი

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2025 წელს დაგეგმილ მშენებლობებს შორის, ყველაზე მეტნომრიანი (240 ოთახი) იქნება Telegraph a Radisson Collection Hotel (თბილისში), ხოლო ყველაზე პატარა, 42 ოთახიანი Salkhino Best Western Resort, მარტვილში.

ამავე მონაცემების მიხედვით, 2026 წელს დაგეგმილია 2 სასტუმროს მშენებლობა, 2027 წელს 1, 2028 წელს ასევე 1 განთავსების ობიექტის.

ნინი ქეთელაური