დამასკოს აეროპორტში საერთაშორისო ფრენები განახლდება

სირიის მთავარ აეროპორტში, დამასკოს აეროპორტში საერთაშორისო ფრენები განახლდა პირველად მას შემდეგ, რაც გასულ თვეში მეამბოხეებმა პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი ჩამოაგდეს, - ინფორმაციას France24-ი ავრცელებს.

„დღეს ახალი დასაწყისია. დავიწყეთ გამავალი და შემომავალი საერთაშორისო ფრენების მიღება. პირველი რეისი არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში, შარჯაში განხორციელდა“, - განაცხადა დამასკოს აეროპორტის დირექტორმა, ანის ფალუჰმა მედიასთან საუბარში.

ამასთან, დღეს, თითქმის 13 წლის შემდეგ, დამასკოში ფრენები განაახლა Qatar Airways-მა, რომელიც კვირაში სამ რეისს შეასრულებს.