გრენლანდიის პრემიერ-მინისტრი დანიის მეფეს შეხვდება

გრენლანდიის პრემიერ-მინისტრი დანიის მეფეს შეხვდება, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

დანიის ავტონომიური ტერიტორიის, გრენლანდიის პრემიერ-მინისტრი, მუტე ეგედე დანიის მეფეს, ფრედერიკ X-ს დღეს კოპენჰაგენში შეხვდება.

გასულ თვეში, გრენლანდიის პრემიერ-მინისტრმა გრენლანდიაზე კონტროლის შესახებ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის კომენტარზე საპასუხოდ განაცხადა, რომ „გრენლანდია არ იყიდება“.

შეგახსენებთ, აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გუშინ მედიასთან საუბარში კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა ის სამხედრო ან ეკონომიკური ძალის გამოყენებას პანამის არხსა და გრენლანდიაზე კონტროლის მოსაპოვებლად, უპასუხა: „არა“.

„არა. დარწმუნებით ვერ გეტყვით, ამ ორიდან რომელს, მაგრამ ამის თქმა შემიძლია. ჩვენ გვჭირდება ისინი ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის“, - განაცხადა ტრამპმა.